რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.
“ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.
აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
თშეგახსენებთ, რომ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.