ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი: “თანამდებობიდან უნდა გადადგნენ 51-ე სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე”

ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევს დროს მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები „ევროპული საქართველოდან“ 51-ე სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ამის შესახებ სერგო რატიანმა ისაუბრა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, გარდა ამისა, თანამდებობები უნდა დატოვონო მანდატურის სამსახურისა და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსებმა და განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსმა.

„ჩვენი რეკომენდაციები არის შემდეგი, რომ დადგეს მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. მანდატურის სამსახურს არ გაუკეთებია მოკვლევა ამ ძალიან სერიოზული პრობლემის და არ დაუდგენია გადაცდომები. ფაქტობრივად, ეს არის გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მანდატურის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს არ მოუკვლევია ეს მოვლენა და ესეც არის ძალიან სერიოზული სამსახურებრივი გულგრილობის ნიმუში. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციებით, უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის თინათინ ყენიასი. აქ საუბარია თანამდებობიდან გადადგომაზე“, – განაცხადა რატიანმა.

იტვირთბა....