ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში აფეთქებისას დაშავებული 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, სულხან ორჟონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფოთში აფეთქებისას დაშავებულთაგან ერთი, 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია.

მისი თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, პოლიტრავმით – ქალატვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, საფეთქლისა და შუბლის ძვლის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. პაციენტს უგრძელდება კვლევები. მისი მდგომარეობა ტერმინალური, კომატოზურია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

იტვირთბა....