ხორავას ქუჩის საქმეზე, მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ საუბარია კომისიის სარეკომენდაციო ნაწილში.
კომისიის დასკვნის მიხედვით, ექს-პროკურორის ქმედებებში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები.
“აღნიშნულის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი 1 დეკემბრიდანვე ინფორმირებული იყო მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობის შესახებ და მას არ მიუცია დავალება სუბელიანის დაკითხვისა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარების თაობაზე“, – აცხადებს, კომისიის წევრი ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, 2 ახალგაზრდა დაიღუპა.