დამოუკიდებელ ევროპელ ექსპერტ ნონა მიხელაძეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ მწვავე ანგარიში მოამზადა, ემუქრებიან.
ნონა მიხელიძის თქმით, ვრცელდება ყალბი ფოტოები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
„ეს Fake ფოტოები, რომელიც ვრცელდება, არ შეიცავს არანაირ კრიტიკას ჩემი რეპორტის მიმართ. ვისურვებდი, რომ ყოფილიყო კრიტიკა. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩემს ექსპერტობას, კითხვის ნიშნის ქვეშ მაყენებენ მე, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს. შეიცავს ინფორმაციას, თითქოს, მე გარკვეული პარტიის მიერ მოსყიდული ექსპერტი ვარ და ამის დასადასტურებლად ავრცელებენ ყალბ ფოტოებს მიხელ სააკაშვილთან ერთად. არ მინდა ამ თემით სპეკულირება და ამაზე ყურადღების გადატანა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რეპორტი, რაც დაიწერა, ვარ საკმაოდ ინდეფერენტული იმ მუქარის წერილების მიმართ, რასაც ვიღებ. ეს Fake ფოტოები ევროპარლამენტს უკვე გადაეგზავნა. მაგრამ მუქარის შემცველი მესიჯების მიმართ ამ ეტაპზე გულგრილი ვრჩები, თუ ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო, საქმეში ჩემი ინსტიტუტი ჩაერთვება და და ევროპარლამენტი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს,“- განაცხადა ნონა მიხელიძემ.