ახალი ამბები მთავარი სამართალი

1500-ლარიანი ჯარიმა: რა მოხდა პატრულსა და ჟურნალისტს შორის – “სამხრე კამერის ჩანაწერი დაკავების მომენტზე წყდება”

“პალიტრანიუსის” ოპერატორი ბექა მშვილდაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში და საქმის ფალსიფიციერებაში ადანაშაულებს. იმის გასარკვევად თუ რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი, “მეტრონომი” ბექა მშვილდაძეს დაუკავშირდა.

“მეტრონომი”: რა მოხდა, სად და რა ვითარებაში ინციდენტი, შეგიძლათ მოგვიყვეთ?

ბექა მშვილდაძე: ბელიაშილის ქუჩაზე მე და ჩემი მეგობარი საპატრულო პოლიციამ გაგვაჩერა. ვაღიარებ, რომ ნასვამ მდგომარეობაში ვიყავით და პატრულს ჰქონდა იურიდიული უფლება დაეჯარიმებინათ ჩემი მეგობარი და მანქანა გადაეყვანა საჯარიმოზე. იმ დროს ჩემი მეგობარი პატრულს მანქნაში მიყავდა სახის ამომცნობ დეტექტორთან. პატრულს დავუსვი კითხვა, თუ სად მიყავდათ მეგობარი… პასუხს არ მცემდნენ. ერთ-ერთი პატრული აგრესიით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, პატრულთან შელაპარაკება არ მომსვლია. შემდეგ ჩავილაპარაკე, გასაგებია ახალგაზრდა კაცი როგორ მიაღწევდი კაპიტნობას თქო. ამასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს რადგან იურიდიულად მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ამის შემდებ მეც დამაკავეს და მაბრალებენ, რომ მისი მისამართით ცუდი სიტყვა ვიხმარე.

“მეტრონომი”: და სასამართლოზე რა მოხდა?

ბექა მშვილდაძე: სასამართლოზე მაჩვენეს ვიდეო, სადაც მართლა არ ვამბობ, არანაირ ცუდ სიტყვას. პროცესზე მოწმედ მოიყვანეს ის ადამინი ვინც ბორკილები დამადო და დამაკავა. ის კვლავ ადასტურებდა, რომ თითქოს მის მიმართ უწმაწური სიტყვა ვიხმარე. თუმცა ვიდეოში ეს სიტყვა არ ისმის. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც გადაწყვიტა 1 500 ლარით დავეჯარიმებინე. შსს არ მაძლევს ამ ვიდეოჩანაწერს. სამხრე კამერის ჩანაწერი წყდება დაკავების მომენტზე, რაც საეჭვოა, რადგან სწორედ ამ დროს მომაყენეს პატრულის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

იტვირთბა....