იმ შემთხვევაში, თუ გეგმური აცრები სავალდებულო გახდება, მისი არჩატარების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან სანქციების დაწესება არ მოხდება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინტერპრესნიუსტან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას უკვე ასრულებს.
“სავალდებულო აცრების ეს კონცეფცია რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. ის, რაზეც ახლა უკვე პარლამენტი მუშაობს და უკვე დასრულების პროცესშია, არის ის, რომ აცრები გახდეს სავალდებულო მხოლოდ საწყის ეტაპზე, ამ სავალდებულოობის საწინააღმდეგო სანქციები არ დაწესდეს, უბრალოდ აცრების სავალდებულოობა არის მძლავრი გზავნილი ისევ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.