საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, წითელ ხიდზე უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და სამხედრო პირს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინოისტროში განუცხადეს, მათ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ეს ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მას საქართველოს მოქალაქე მართავდა.
თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალება დაღმართზე ამის გამო დაგორდა