საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა.
ამ დროისთვის ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მეზობლები ყვებიან, რომ ქალი ჯერ მაღაზიის ტენტზე დაეცა, ხოლო ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. როგორც “მეტრონომს” ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა კონტაქტური. პაციენტს ასევე ჩაუტარდა შიდა ორგანოების ლაპარასკოპიული კვლევა და ორთოპედიულ-ტრამვატოლოგიური გამოკვლევა. ასევე იგეგმება ოპერაცია, რადგან პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.