ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: “მერიის არასწორი მენეჯმენტის გამო, სექტემბერი-ოქტომბერი მტვერსა და საცობში დავიხრჩობით”

გზის დასაგებად ყველაზე კარგი პერიოდი იქნებოდა ივლისი-აგვისტო. შესაბამისად, მერიას, მათ შორის კახი კალაძეს, შეეძლოთ ეს სამუშაოები მოემთავრებინათ მაშინ, როდესაც დედაქალაქში ნაკლები ხალხი იყო. ამათმა პირიქით გააკეთეს. ახლა, როდესაც ადამიანები ბრუნდებიან თბილისში და ემზადებიან სასკოლოდ, ზოგი ბაღისთვის, შვებულებიდან დაბრუნდნენ, სწორედ ახლა მიმდინარეობს გაურკვეველი სახის სამუშაოები, ქუჩები გადათხრილია.  ბევრგან სამუშაოები ისეთ ადგილას მიმდინარეობს, სადაც ამის საჭიროება არ იყო, – ამის შესახებ “მეტრონომს” საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მერიაში არ იციან თუ როდის დაიწყონ და როგორ აწარმოონ სამუშაოები.

“ჩვენ, ალბათ, ვიმუშავებთ და კონკრეტულ შედეგებსაც ვიტყვით. მაგალითად, ზოგი ქუჩა ერთი წლის წინ იყო ათხრილი და ახლა ისევ აკეთებენ. საბურთალოზე რომ ახვალ, დაწყებული კოსტავათი, აქეთ დოლიძეზე გადასასვლელით, ფაქტობრივად, მოსახლეობა ვერ გადაადგილდება და თავს სააკაძის მოედანზე იყრიან. ეს არის არასწორი მენეჯმენტის ბრალი.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამუშაოების დამთავრება ვადებშიც ვერ ესწრება ხელშეკრულებას რომ ჩავხედავთ წერია, რომ მაგალითად, 30 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს ასფალტის დაგება, შემდეგ აღმოაჩენენ, რომ იმ კონკრეტულ ადგილას უფრო ბევრი რამ ყოფილა გასაკეთებელი. მაგალითად, კამოს ქუჩის მაცხოვრებლები მეუბნებიან, რომ სამუშაოები მიატოვეს, რადგან ამბობენ, რომ რაც გვეგონა უფრო მეტი სამუშაოები არის ჩასატარებელი და თავიდან უნდა გამოვაცხადოთ ტენდერიო. მოკლედ, დედაქალაქში არის სრული განუკითხაობა. რატომ, იმიტომ, რომ არასწორად დაგეგმეს და აწარმოებს სამუშაოები, კომპანიებიც ვერ ასწრებენ ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებას. შესაბამისად, მივიღეთ კდევ უფრო მეტი საცობი და ქაოსი. ფაქტობრივად, სექტემბერსა და ოქტომბერში მტვერსა და საცობში დაგვახრჩობენ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის დიდ ნაწილში გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....