დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სრულად გათავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება.
შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტი ინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
მოქმედი კანონით, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ ორ ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი.
უწყების ვარაუდით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შესაძლოა, 35 მილიონი ლარი დააკლდეს.