ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების დროს არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა”

ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ხორავას საქმის გამოძებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვლინდა, რამაც გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.

„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შგახსენებთ რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ და საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნები მოამზადეს.

იტვირთბა....