ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ჩემოდნით ადამიანი გადაჰყავდა: ქართული მონაკვეთი მათ შეფერხების გარეშე გაიარეს

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უცნაური მეთოდით ცდილობდნენ. საქართველოს მოქალაქე 24 წლის გ.ფ. ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი – ფ.თ. (27) გადაეყვანა.

როგორც თურქული მედია წერს, უზბეკეთის მოქალაქე ფ.თ. დეპორტირებული იყო და თურქეთში შესვლა 5 წლით ჰქონდა აკრძალული.

აღსანიშნავია, რომ  საბაჟო გამსვლელი პუნქტის ქართული მონაკვეთი მათ შეფერხების გარეშე გაიარეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....