ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1-ლი სექტემბრიდან: ავტომანქანების ტექ-ინსპექტირების მესამე ფაზა იწყება

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა დაიწყო. შემოწმების გავლა სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,0 კუბური სმ ან მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავტომობილი უნდა შემოწმდეს შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტოს სააგენტოში შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 – დან 18:00 სთ-მდე.

იტვირთბა....