ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

2 დასკვნა და დაპირისპირება: “მილიციიდან ქრთამის აღების გამო გაგდებულო ძაღლო” (ვიდეო)

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ, სადაც უმრავლესობას “ევროპული საქართველოს” წევრები წარმოადგენდნენ, დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიანიშნებს რიგ დარღვევებზე საგამოძიებო სტრუქტურის მხრიდან და საკმაოდ მკაცრ რეკომენდაციებს იძლევა. კომისიის დარჩენილ, მმართველი პარტიის ნაწილს არ მოსწონს დასკვნა და მას არაკომპეტენტურს და პოლიტიზირებულს უწოდებს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მათ შეიმუშავეს დასკვნის თავიანთი ვარიანტი, რომელსაც წარუდგენენ საზოგადოებას.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქზე, მამუკა მდინარაძის პოზიციის საპასუხოდ ინფორმაციას ავრცელებს:

“მილიიციიდან ქრთამის აღების გამო გაგდებულო ძაღლო” – მოგწონთ ასე დაძახება? მე – ცალსახად არა. ფორმალურ სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა. ვინ მართალია, ვინ მტყუანი. საჯარაო პირებს თმენის ვალდებულება გვაქვს. უბრალოდ, უსინდისობაა, როცა ამხელა ტრაგედიის გამოძიება დაგევალა და პარტიული იარლიყების მიწეპებით ცდილობ დამნაშავეები გამოაძვრინო. იყურეთ მუდმივად წარსულში, ამით თავად აქრობთ თქვენს ადგილს მომავალში. საზოგადოება მალე გაიგებს სრულ სიმართლეს ხორავას ქუჩის ტრაგედიის და ხელის დამფარებელთა შესახებ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიმართლე სიმართლეა და ის მწარეა ბევრისთვის და ტკბილი არავისთვის. ან როგორ შეიძლება აქ რამე ტკბილი იყოს! – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების დაპირისპირებას 2 მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.

 

იტვირთბა....