“ადამიანებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან, არ ეთვლებათ სამუშაო გამოცდილებად და ეს ცუდია. ვთავაზობთ სახელმწიფოს, რომ შეიქმნას სისტემა, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები და მივცეთ ამ ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი შრომა არ იქნება ექსპლუატირებული. დღევანდელი მდგომარეობით, სტაჟიორებისთვის ეს პერიოდი სამუშაო გამოცდილების პერიოდის თვალსაზრისით არის დაკარგული და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანის მიერ გავლილი სტაჟირება არავის აინტერესებს. სტაჟირება უნდა იქნას აღიარებული შრომით გამოცდილებად. მე მგონია, რომ საერთო სურათისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.