ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შეიქმნა, თუმცა, მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც ამავე კომისიის შემადგნელობაში შედიან, კონკრეტული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ.

“მოეშვან პოლიტიკურ განცხადებებს და მიხედონ საქმეს ისე, როგორც საჭიროა. აქ არის გამოსავლენი ჩემი შვილის მკვლელები და არა ვიღაცების აზრები, რომ პოლიტიკური ჭრილია და არ მაინტერესებს მე არანაირი პოლიტიკური ჭრილები. ეს კომისია არის კონკრეტულად მკვლელობის საქმეზე შექმნილი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. დადგნენ და გამოიძიონ საქმე და დადონ ისეთი დასკვნა, როგორიც საჭიროა, მაგრამ მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს  აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. შსს-ს ეს დადგენილი აქვს ყველაფერი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი დააფაროს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2”-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....