მიმაჩნია, რომ ძალიანაც მებრძოლი ქალბატონია, არასდროს უკან არ დაუხევია და ის იქნება საკმაოდ ღირსეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარტია “კონსერვატორების” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
“ჩვენი ფრაქცია, “კონცერვატორები”, პარტია, რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორია, სიამოვნებით დაუჭერდა მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და იცით, რომ ასეთ ვერსიაც არის, ძალიან განხილვადი და სერიოზული. 2007-2008 წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და თანამებრძოლი იყო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან ვიყავით დაპირისპირებული. მეტსაც გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი მაშინ იყო ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ძალიანაც მებრძოლი ქალბატონია, არასდროს უკან არ დაუხევია და ის იქნება საკმაოდ ღირსეული პრეზიდენტი. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი”, – განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველს გუნდს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული თუ ვის დაუჭერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს. დიდი ალბათობით, ეს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება.