ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონებში მოსავლის აღების შემდეგ, ნარჩენების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ, რაც ხანძარს იწვევს.

“ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როცა დაგვიანებით ხდება სახანძრო ბრიგადების გამოძახება, რის გამოც საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და მეტი სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ ბუნება და არ შეუქმნათ საფრთხე ახლომდებარე ტერიტორიაზე მოქალაქების ქონებას“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....