“ქართული ოცნების” შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელსაც მმართველი პარტია საიდუმლოდ ტოვებს. მონაცემები პირველმა რადიომ გაავრცელა.
კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარდა. მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი “მეტრონომი” უკვე თვეზე მეტია აწარმოებს ანალოგიურ ონლაინ-გამოიკითხვას, რომლის შედეგებიც ამ ეტაპისთვის ანალოგიურია. “მეტრონომის” კვლევის შედეგებითაც ამ ეტაპისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთა სიას გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “ქართულ ოცნებას” ამ დრომდე ჯერ არც საკუთარი კანდიდატი წამოუყენებია და არც არავისთვის დაუჭერია მხარი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.