ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ეს დასკვნა არაკომპეტენტურია”: ხორავას საქმის კომისიის წევრი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, მას ხელთ აქვს ორი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არაკომპეტენტური დასკვნა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი დასაბუთებული სამართლებრივი მსჯელობისგან და ანალიტიკისგან. ის მიანიშნებს, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს.

“ჩვენ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ დღესაც არ გვაქვს საბოლოო ვერსია დასკვნის, რაც „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეწერა. დღემდე საბოლოო რედაქტირებული ვერსია არ აქვთ, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო დოკუმენტი. დღესაც დაგვიდასტურეს კომისიის სხდომაზე, რომ ეს ვერსია, რომელიც ნახევრი საათის წინ მოგვცეს, კიდევ გადამუშავებას ექვემდებარება.

მათ სურდათ ვადის გახანგრძლივება, ჩვენ ვუთხარით, რომ ეს საკითხი დაეყენებინათ როგორც უმრავლესობას კომისიაში და ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში გამოვიჩენდით მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დავეთანხმებოდით. თუმცა, მათ არ სრუდათ დაეფიქსირებინათ, რომ რეალურად ამ დროში მომზადებული დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს“, – აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა უკვე მუშაობს საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე, სადაც სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ დასკვნა 5 სექტემბრისთვის უნდა გამოცხადდეს.

იტვირთბა....