ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია მარგველაშვილზე: “უარის თქმა ბრძოლაზე არის პასუხისმგებლობის მოცილება”

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, საპარლამენტო უმცირესობა გაუგებარს უწოდებს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.

“გაუგებარია, როდესაც მოლოდინია საზოგადოებაში პრეზიდენტის პოზიციის, ბოლო მომენტამდე მიყვანა, აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე მაშინ, როდესაც არჩევნები არის საშუალება რომ ებრძოლო იმ პრობლემებს, რაც დაგროვდა ამ ქვეყანაში “ქართული ოცნების” მმართველობის დროს, რაზეც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, უარის თქმა ბრძოლაზე არის პასუხისმგებლობის მოცილება და გაუგებარი პოზიცია. ჩვენი ამოცანაა ოპოზიციის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავმართოთ და “ქართული ოცნება” შევცვალოთ ამ პოსტზე და ზოგადად დავასუსტოთ“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

იტვირთბა....