რადიოსადგური „ლაპარაკობს მოსკოვის” ინფორმაციით, მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე საავადმყოფოში იმყოფება. მას რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა, დაესწრებოდა თუ არა იოსიფ კობზონის დაკრძალვას.
“არც არავის მივუწვევივარ დაკრძალვაზე. მე საავადმყოფოში ვწევარ”.
ცნობილია, რომ ბუბა კიკაბიძეს თირკმელების ქრონიკული დაავადება აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი რუსი მომღერალი და დუმის დეპუტატი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა.