ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “მარგველაშვილმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და რეალურად გაზომა მისი რეიტინგი”

ცოტა ხნის წინ საქარველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ქართული ოცნბეის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

“როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად, ნათელი გახდა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ალბათ, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....