ახალი ამბები მთავარი სამართალი

შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

უწყების ინფორმაციით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს,  ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და  მოადგილეებს.

შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს.

რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის შეჩერდება დანამატებისა და პრემიების გაცემა.

იტვირთბა....