ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჟერარ დეპარდიეს 22 წლის ქალი ბრალს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში სდებს

ფრანგ მსახიობ  ჟერარ დეპარდიეს 22 წლის მსახიობი ქალი ბრალს სდებს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში.

BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ დეპარდიე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.  გამოძიებით დგინდება, რომ 69 წლის მსახიობმა გოგონაზე ორჯერ იძალადა.

ფრანგული რაიდიო იუწყება, 69 წლის მსახიობის ქმედებების შესახებ 22 წლის ფრანგმა მსახიობმა ქალმა ორშაბათს პოლიციას აცნობა.

ჟერარ დეპარდიე საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია. მან 2013 წელს ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

იტვირთბა....