ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შესაძლოა აშშ-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები დატოვებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, თუკი ის არ შეცვლის ამერიკასთან მოპყრობის არსებულ მეთოდებს.

„თუკი ის არ გარდაიქმნება, მე გამოვალ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან“- განუცხადა ტრამპმა „ბლუმბერგის“ ახალ ამბებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უზრუნველყოს წესები გლობალურ ვაჭრობაში და გადაწყვიტოს დავები ქვეყნებს შორის. მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ორგანიზაცია უსამართლოდ ეპყრობა.

“1994 წლის შეთანხმება, დაარსებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ყველაზე საშინელი სავაჭრო შეთანხმება იყო, რაც კი ოდესმე დადებულა“- განაცხადა ტრამპმა.

მისი გაფრთხილება აშშ-ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან შესაძლო გამოსვლის თაობაზე ხაზს უსვამს პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკასა და აღნიშნული ორგანიზაციის ღია სავაჭრო სისტემის ხედვას შორის კონფლიქტს, წერს BBC.

იტვირთბა....