ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ითვლება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით, 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ითვლება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ორმაგი მოქალაქე აღარ არის და ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.

„დღევანდელი დღე ჩემთვის სხვანაირი დღეა. დღეიდან აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....