8 ადამიანი დაშავდა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად , მათ შორისაა ორი მცირეწლოვანიც.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.