საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ეკონომიკა მიმდინარე წლის შვიდ თვეში 5,5 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის ივლისში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.
მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5 პროცენტს უნდა მიაღწიოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნული პროგნოზი 5,5 პროცენტამდე გაზარდეს.