ბათუმის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
„ბათუმი -პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობი. ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი – 65 მეხანძრე – მაშველი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.