“ჩვენც გულშემატკივრები ვართ და წარმატებები მაგარ ბიჭს” – ასეთ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ კამპანიაზე. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ფეხბურთელს სტადიონზე არშეშვებით ემუქრებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ, მორიგი შეურაცხყოფის გამო ოფიციალური Facebook გვერდი გააუქმა. (იხილეთ დეტალები)