სომხეთმა რუსეთიდან ღორისა და ქათმის ხორცის შეტანა აკრძალა. ამის მიზეზი აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის თავიდან აცილებაა. – ნათქვამია სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთში აკრძალეს რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.
„გადაწყვეტილება მიღებულია ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო“, – ნათქვამია სომხეთის აღნიშნული უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები