ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთობლივი ძალისხმევით, შერიგების გზით და სიყვარულით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მისვლისას განაცხადა, რომ მას იმედი აქვს საქართველოს გაერთიანების.

მან მარიამობა მიულოცა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და დევნილებს.

“მინდა ყველას მივულოცო მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენს სამშობლოს და ყველა ოჯახს ფარავდეს ღვითისმშობელი. მინდა ყველა ოჯახს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა და სიკეთე, წარმატება და განვითარება ჩვენს ქვეყანას. მინდა, განსაკუთრებით მოვულოცო ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მინდა მივულოცო დევნილებს, ადამიანებს, რომლებისთვისაც გადაუჭრელი კონფლიქტი არის ყოველდღიური სიმძიმე. მინდა, მათ გამძლეობა და ღვთის წყალობა ვუსურვო. მინდა, ასევე გამოვხატო იმედი, რწმენა, რომ ჩვენ მშვიდობით და ერთობლივი ძალისხმევით, შერიგების გზით და სიყვარულით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

იტვირთბა....