საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულების თანახმად, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.