ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისსა და ჭიათურაში მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება

გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის   27 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ტოლსტოის და აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება, ხოლო ქუთაისის მოსახლეობას 29 აგვისტოს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტში ტყაბლაძის, ერევნის, კიბორძალიძის, სოლომონ პირველის, დუმბაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები.

იტვირთბა....