ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გადადგეს ოლიგარქი პრეზიდენტი”: პოლიციამ მოლდოვაში მასობრივი აქცია დაარბია (ვიდეო)

მასობრივი საპროტესტო აქციებით აღნიშნეს მოლდოვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ათასობით მანიფესტანტი დედაქალაქის ქუჩებში ქვეყნის პრეზიდენტის იგორ დოდონის გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

“გადადგეს ოლიგარქი პრეზიდენტი, ძირს მაფია” – ყვიროდნენ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც თვლიან რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპულ არჩევანს უღალატა და რადიკალურად გადაუხვია.

მანიფესტანტებმა კარვები გაშალეს. მოგვიანებით პოლიციამ ისინი დაარბია, რის გამოც საავადმყოფოში ათობით ადამიანი მოხვდა. საბოლოოდ შედგა პეტიცია, რომელშიც პროტესტის მონაწილეები რადიკალური რეფორმების მომხრეები არიან.

ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მიტინგს სამარცხვინო უწოდა. პროტესტის მონაწილეები კი მომავალში მასობრივი აქციებით იმუქრებიან.

 

Suntem inconjurati de politie

Gepostet von OccupyGuguță am Sonntag, 26. August 2018

იტვირთბა....