ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა მაკკეინის ადგილი მისმა მეუღლემ დაიკავოს

გაზეთი The New York Times „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ არიზონას შტატის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის მეუღლე სინდი მაკკეინი, შესაძლოა სენატში მის ადგილას დანიშნოს.

მისივე ცნობით, არიზონას გუბერნატორი სენატში ჯონ მაკკეინის მემკვიდრეს სამგლოვიარო ღონისძიებების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში დანიშნავს.

სხვა შესაძლო კანდიდატურებს შორის ასევე სახელდება ყოფილი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ კილი, ასევე ყოფილი კონგრესმენები ჯონ შადეგი და მეტ სალმონი.

არიზონას გუბერნატორის მიერ სენატორ ჯონ მაკკეინის ადგილზე დანიშნული პირი ამ ადგილს 2020 წლის ნოემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.

 

იტვირთბა....