დღეს 06:00 საათიდან ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი გახსნა.
ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე მოქალაქეების გაშვება 24 აგვისტოს 20:00 საათიდან შეიზღუდა.