ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კასპში ბიძაშვილი ბიძაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული

დღეს კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მოხვდა მეორე პირს. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები ბიძაშვილები იყვნენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, როდესაც ბრალდებულმა დაინახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვია სხვას მოხვდა, ამის შემდეგ თავზე იარაღი მიიბჯინა და თავი მოიკლა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....