ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სიძე სიმამრმა დაჭრა

გუშინ გვიან ღამით, ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

გავრცელებული მიზეზით მამაკაცი სიმამრმა დაჭრა და შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....