ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ განაცხადა, რომ უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, პაციენტს, ამ ეტაპზე, ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

„პაციენტი განთავსდება კლინიკის ნეიროქირურგიულ-ნევროლოგიურ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ლიკა ჯაჯანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან გუშინ ჩამოვარდა.

დაშავებული უშგულიდან ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....