ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერკელი თანახმაა: ქართველებს გერმანიაში ლეგალური მუშაობის საშუალება ექნებათ

“ანგელა მერკელი თანახმაა, გერმანიის მთავრობამ შეიმუშაოს იმ პროფესიების სია, სადაც ქართველებს მიეცემათ გერმანიაში მუშაობის საშუალება”, – გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

“დავაყენე საკითხი მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში.”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

იტვირთბა....