ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გერმანიასა და საქართვეოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ”

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ და საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, განსაკუთრებით ამაყია, რომ ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.

„განსაკუთრებულად ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, ხვალ ვისაუბრო ბატონ რექტორთან,სტუდენტებთან. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ძალიან მდიდარი ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და ამ გამოცდილებას“, – განაცხადა ანგელა მე

იტვირთბა....