ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია ოკუპაციაზე, ეს არის უსამართლობა”

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხებოდა უპასუხა, რომ პუტინმა იცის მისი პოზიცია ოკუპაციაზე.

„ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის, ევროკავშირის მისიაც არის წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრანასთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. რაღაცნაირად, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ.

 

იტვირთბა....