საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ანგელა მერკერმა სიტყვით მიმართა მამუკა ბახტაძეს და გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერმინისტრის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები სტუმრად, ბოლოს ვიყავი 10 წლის წინ. მაშინ ცელი მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაშინ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა. 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ წვლილს შევიტანთ,“ – განაცხადა ანგელა მერკერმა.
როგორც მერკელმა განაცხადა, მისი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის და მერკელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.
„მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა