ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი: “მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ომის 10 წლის თავზე ჩამოვიდა მერკელი”

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მერკელის ვიზიტი საქართველოში  ომის 10 წლის თავზე ძალიან მნიშვნელოვანია.

სიხარულიძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს  ფორმულირებული და სტრუქტურილებული სტრატეგია, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტები კონკრეტულად გერმანიასთან ურთიერთობაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ თვითო უნდა ავაშენოთ. აქ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები და ასევე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არ იყო არანაირად საკმარისი ბოლო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო კარგად ჩამოყალიბებული დღის წესრიგის ნაწილი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში. პირველ ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ 10 წლის თავზე  ჩამოვიდა ქალბატონი მერკელი საქართველოში,“ – განაცხადა დავით სიხარულიძემ.

სიხარულიძე ფიქრობს, რომ ნატოს გაფართოების საკითხი და მათ შორის, საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი გერმანიის ინტერესების ნაწილსაც უნდა შეადგენდეს.

იტვირთბა....