საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიგა ბოკერია, გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს აფასებს.
გარდა ამისა, ბოკერია ამბობს, რომ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტამდე, ქვეყნის მთავრობას ის სამუშაო, რომელიც უნდა ჩაეტარებინა, არ აქვს ჩატარებული.
„დღესაც ვერ ვხედავთ აქტიურ მცდელობას, რომ დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაბრუნდეს საქართველოს საკითხი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პუტინთან კანცლერის, ისევე სხვა მსოფლიო ლიდერების ურთიერთობისას, საქართველოს თემა არ დგას. ეს არის პრობლემა და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა მათი შეგნებული პოლიტიკური უპასუხისმგებლობის თუ შეგნებულად მავნებლური არასწორი ხედვის შედეგი, რომ ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ამ შედეგის მიღწევისა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ქვეყანამ ეს უნდა გამოიყენოს.
ბოკერია იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომელსაც ისინი გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს შეეხებიან, მათ შორის შიდა დემოკრატიის გამოწვევის საკითხებსაც.