ახალი ამბები

მშენებლობის ხარისხი მომეწონა, ძალიან მყარი და კომფორტული ბინაა – სამშენებლო კომპანია “ეი თი დეველოპმენტის” მაცხოვრებელი

იდეალური ხარისხი, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ეკოლოგიურად სუფთა ადგილი – ეს სამშენებლო კომპანია “ეი თი დეველოპმენტი“-ის მთავარი ამოცანა და მისიაა. კომპანია საქმიანობას 2016 წლიდან ეწევა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ უკვე დაასრულა 1 კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს მეორე და უახლოეს 2-3 თვეში დაიწყება მესამე კორპუსის მშენებლობაც, რაც კომპანიის წარმატებაზე მეტყველებს.

სწორედ ხარისხია კომპანიის მთავარი ფასეულობა, რათა შექმნას მომხმარებლისთვის კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი პირობები, გახდეს კონკურენტუნარიანი და სამშენებლო ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

„მეტრონომი“ სამშენებლო კომპანიის მიერ აშენებული კორპუსის ერთ-ერთ პირველ მკვიდრს, ნინო ბერძენიშვილს. გაესაუბრა.

პირველ რიგში, მშენებლობის ხარისხი მომეწონა, მამაჩემი მშენებელი კაცია და მეც გარკვეულწილად მესმის რაღაცები. ძალიან მყარი ბინაა, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში საუკეთესო არჩევანია, – ასე დაახასიათა „მეტრონომთან“ საუბრისას სამშენებლო კომპანია „ეი თი დეველოპმენტის“ მიერ აშენებული კორპუსის ერთ-ერთმა პირველმა მკვიდრმა ნინო ბერძენიშვილმა მის მიერ შეძენილი ბინა.

მეტრონომი: რომ გვითხრა, პირველ რიგში რატომ გადაწყვიტეთ „ეი თი დეველოპმენტში“ შეგეძნათ ბინა?

ნინო ბერძენიშვილი: პირველ რიგში, ძალიან მომეწონა მშენებლობლის ხარისხი. მე აქვე ჩემს დასთან ვცხოვრობდი ეს პერიოდი მისი კორპუსი არის ამ მშენებლობის გვერდით. ყოველდღიურად ვუყურებდი როგორ შენდებოდა ეს კორპუსი. ამ კორპუსს საკმაოდ ბევრი მონოლითი აქვს. მამაჩემი მშნებელი კაცია, კარგად ერკვევა ამ საკითხში და მეც რაღაც დონეზე გარკვეული ვარ. ცოტა მიწისძვრების მეშინია მე და გამომდინარე იქიდან, რომ კორპუსი ხარისხიანად, მონოლითებით შენდებოდა, გადავწყვიტე, რომ აქ შემეძინა ბინა.გარდა ამისა, დროის მხრივ საკმაოდ პუნქტუალურად აშენებდნენ. უყურებ გარშემო მშენებლობებს და გაცლებით იწელება ისინი.

მეტრონომი: გარდა ხარისხისა და ბინის სიმყარისა, კიდევ რამ მიგიზიდათ „ეი თი დეველოპმენტის“ კორპუსში?

ბერძენიშვილი: ძალიან გემოვნებით აკეთებენ ყველაფერს. სადარბაზოები კომფორტულად მოაწყვეს, ლიფტიც საკმაოდ დიდი ზომისაა. ძალიან მომეწონა, რომ უკანა მხარეს შემოსაზღვრულია ბულვარი და ის დახურულია, მხოლოდ კერძო მოსახლეები შევლენ იქ. განათებებია, დეკორატიული ბალახი.

ძალიან კარგი პარკინგი აქვთ მხოლოდ კორპუსის მოსახლეთათვის. ეს ყველაფერი ძალიან მისაღებ ფასადაა. თავად შენობა კარგად დაპროექტებულია. ყველა ბინა საკმაოდ ნათელია და მოსახლეებიც სადარბაზოში კარგად გაანაწილეს – ერთმანეთს ხელს არაფერში უშლიან.

გარდა ამისა, სადარბაზო ისე დახურეს, რომ არც წვიმა შემოდის და ქარსაც აკავებს, არადა დიდ დიღომში ქარი დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, დაახლოებით 70 მეტრში ყველანაირი ტრანსპორტი დადის ყველა მიმართულებით. ამავდროულად, კორპუსი ხმაურისგან დაცულია. აღსანიშნავია, არსად წასვლა არ მიწევს – კორპუსთან ყველაფერია, ყველა საჭიროებაა. მესამე მიკრორაიონში ყველაზე კარგი ადგილი და კომფორტული ბინა „ეი თი დეველომპენტშია“. საშუალება რომ მქონდეს „ეი თი დეველოპმენტში“ შევიძენ მეორე ბინასაც.

იტვირთბა....