ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, სხვადასხვა სკოლის დირექტორებს შეხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა საგამოძიებო ფორმატს არ ითვალისწინებს.
კანონმდებლები სკოლის ადმინისტრაციისგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასწავლებლებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.
კომისიის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია მანდატურების გარდა პროცესში ჩართული იყოს სკოლის დირექციაც.
ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომისია რეკომენდაციების წარმოდგენას საბოლოო დასკვნაში აპირებს.